მოვუწოდებთ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის საქმეები გადახედოს და გათავისუფლდეს - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

14 ოქტომბერი 2022, 14:00 574 ნახვა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია რუსეთის წინააღმდეგ. დოკუმენტის მეოთხე პუნქტი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, ასევე სხვა ქვეყნებს გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები.

ამ კონტექსტში ვლადიმერ კარა-მურზასთან ერთად, ნახსენებია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. 

რეზოლუციაში, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია რუსეთის ფედერაციაში არსებულ რეპრესიულ გარემოზე.

„ხელისუფლება ახორციელებს სამოქალაქო თავისუფლებების დარბევას დაშინებისა და ღია დევნის საფუძველზე, რომლის მიზანი ფართო საზოგადოებაში პოლიტიკური მიზნებისთვის ტერორის მდგომარეობის პროვოცირებაა. დემოკრატიული მოღვაწეები რეპრესიების ქვეშ არიან, ან კლავენ, ოპოზიციური პარტიების სისტემა განადგურდა, სასამართლო სისტემა არ არის დამოუკიდებელი და ბევრი მედია და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია დაიხურა. ბოლო წლებში გატარებული ბევრი ულმობელი ზომის მიუხედავად, ომის საწინააღმდეგო დემონსტრაციებმა და საპროტესტო აქციებმა მთელ ქვეყანაში იფეთქა.

ყველაზე გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეთა შორის, რომლებსაც დევნიან ომის წინააღმდეგ კრიტიკის გამოთქმისთვის, არის ვლადიმერ კარა-მურზა, რომელიც დაკავებულია 2022 წლის აპრილიდან. ასამბლეა რუსეთის ხელისუფლებას ვლადიმერ ყარა-მურზას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ასამბლეა ასევე მოუწოდებს, რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში პრეზიდენტ პუტინის მოწინააღმდეგე სხვა პოლიტპატიმრების, (მათ შორის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის), საქმეების გადახედვისა და მათი გათავისუფლებისკენ“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია 13 ოქტომბერს დაამტკიცა, რომელშიც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად არის გამოცხადებული. ასამბლეა ასევე მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი