სახალხო დამცველობის კანდიდატებზე კომისიის შეფასება ცნობილია

14 ოქტომბერი 2022, 14:14 430 ნახვა

სახალხო დამცველის კანდიდატების შემფასებელმა ჯგუფმა დასკვნა პარლამენტს უკვე გადაუგზავნა. სამუშაო ჯგუფმა  ომბუდსმენობის  მსურველი 19 კანდიდატი შეაფასა.

ანა აბაშიძე 321 ქულით პირველ ადგილზეა,  სახალხო დამცველობის კანდიდატებს შემფასებელმა კომისიამ ქულები უკვე დაუწერა. მეორე ადგილზეა ნაზი ჯანეზაშვილი 288 ქულით, მესამე ადგილზე ნუგზარ კოხრეიძე 237 ქულით.  ახლა ჯერი ოპოზიციაზეა, რომელმაც მინიმუმ 7 კანდიდატი უნდა შეარჩიოს და პარლამენტს წარუდგინოს.

ოპოზიციის წევრების ინფორმაციით, მათ  უკვე ჰყავთ სამი გამორჩეული კანდიდატი, დანარჩენებს კი ერთიანი შეთანხმების საფუძველზე დაასახელებენ.

შერჩევის შემდეგ კანდიდატები საკომიტეტო მოსმენებს გაივლიან, ახალი სახალხო დამცველის შესარჩევად 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში