ტურიზმი: საქართველო-თურქეთის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

11 ოქტომბერი 2022, 17:42 691 ნახვა

ტურიზმის სფეროში საქართველო - თურქეთის თანამშრომლობის ორმხრივი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა ქალაქ სტამბოლში. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში სახელმწიფო და კერძო  სექტორების კიდევ უფრო დაახლოება, საერთო ტურისტული პროდუქტების შეთავაზება, გამოცდილების გაზიარება, მომსახურების სერვისის ამაღლება, ტურისტული პროდუქტების განვითარება, მომსახურების სფეროს წარმომადგენლებისთვის ტრენინგებისა და ტურისტული ღონისძიებების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს ქვეყნების ძირითადი ტურისტული მიმართულებები. აღინიშნა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული პირდაპირი რეისების სიხშირეების გაზრდის მზაობა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი