რამდენიმე სპორტული ფედერაციის ერთობლივი განცხადება

11 ოქტომბერი 2022, 14:45 604 ნახვა

სხვადასხვა სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელებმა პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს ხელისუფლებას მიმართეს მოთხოვნით, რომ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სპორტი ცალკე უწყებად გამოეყოს.

მათი განცხადებით, ამ მოთხოვნას უკვე 20-მდე სპორტული ფედერაცია შეუერთდა, მათ შორისაა: კრივის, ფარიკაობის, მკლავჭიდის, სამბოს, ბილიარდის, ტანვარჯიშის, ბადმინტონის და ფრენბურთის ფედერაციები.

ამბობენ, რომ სპორტის სამინისტროს გაუქმებამ და „მსგავსი ექსპერიმენტების ჩატარებამ” სპორტზე დადებითად არ იმოქმედა.

ფედერაციების მოთხოვნას თეა წულუკიანმა უპასუხა. მინისტრის განცხადებით, სამინისტროს გუნდი სამივე მიმართულებით კეთილსინდისიერად მუშაობს, ვისაც არ მოსწონს, ეს მისი პრობლემაა და არა სამინისტროსი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი