საქართველოს პრემიერის და შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტის შეხვედრა

11 ოქტომბერი 2022, 15:03 532 ნახვა

სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს და მაღალი დონის შეხვედრების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და  შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტმა შეხვედრისას. აღინიშნა ორი ქვეყნის პარტნიორობა არაერთი მიმართულებით.

პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მთავრობის ერთგულება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ყოვლისმომცველი პოლიტიკის მიმართ. შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც. 

განიხილეს რეგიონში არსებული გამოწვევები და საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე და ერთიანი პოზიციის მნიშვნელობა არსებულ საფრთხეებთან გასამკლავებლად. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებაზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას ილია დარჩიაშვილმა შვეიცარიული მხარის დაინტერესების საფუძველზე ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისა და ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი