სტრატეგიული დოკუმენტის გარეშე

18 იანვარი 2017, 00:00 2497 ნახვა

ბათუმი კვლავ სტრატეგიული განვითარების გენერალური გეგმის გარეშეა. მიუხედავად იმისა, რომ დაპირებები ყოველწლიურად ისმის, დოკუმენტი ქალაქს ამ დრომდე არ აქვს. რაც, მესამე სექტორის მოსაზრებით, ქაოსური მშენებლობის ერთერთი მთავარი მიზეზია. ისინი გენგეგმის არსებობას ტურისტული და ეკონომიკური განვითარების ერთერთ წინაპირობად მიიჩნევენ.სპეციალისტების ინფორმაციით, ბათუმის სტრატეგიული განვითარების გენერალური გეგმა, ბოლოს სამი ათეული წლის წინ შეიქმნა. ისინი გამოსავალს მოკლევადიანი დოკუმენტის შემუშავებაში ხედავენ, რაც არსებულ რეალობასთან იქნება შესაბამისობაში.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი