თამარის დასახლებაში მდებარე სოციალურ სახლში ცხრა ოჯახი საცხოვრებლით დაკმაყოფილდება. მათგან 3 ქალაქ ბათუმის, ხოლო 6 ქობულეთის მკვიდრია. მათ შორის არიან, როგორც სტიქიის შედეგად დაზარალებული ასევე ეკომიგრანტი ოჯახები. შესაბამისი გადაწყვეტილება სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიიღეს. კომისია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე 18 საცხოვრებელ სახლთან დამცავი კედლის მშენებლობისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფასაც დათანხმდა. მშენებლობისთვის 214 ათას 490 ლარი დაიხარჯება.