ფუტსალი: საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს შესარჩევი მოგებით დაიწყო 

09 ოქტომბერი 2022, 10:47 612 ნახვა

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლა გამარჯვებით დაიწყო. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა ნაკრებმა პირველ ტურში ბელგიას უმასპინძლა და 4:2 მოუგო. საქართველოს ნაკრებიდან გოლები ვილიანმა, დრასლერმა, რონინიომ და თალესმა გაიტანეს და პირველი სამი ქულაც მოიპოვეს.

ფუტსალის ნაკრები მომდევნო მატჩს 12 ოქტომბერს ავსტრიის წინააღმდეგ სტუმრად გამართავს, რომელმაც ბელგიასთან 0:11 წააგო. ამ ჯგუფის მოგების შემთხვევაში ავთანდილ ასათიანის გუნდი მესამე შესარჩევ ეტაპზე გადაინაცვლებს, სადაც 20 ნაკრები 5 ჯგუფში განაწილდება.

ჯგუფების გამარჯვებულები მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს მიიღებენ, ხოლო 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი ორმატჩიანი პლეი ოფით ორ საგზურს გაითამაშებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი