შეხვედრა ამერიკის ელჩთან

18 იანვარი 2017, 00:00 1803 ნახვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდა. ლევან იზორიამ ამერიკელ დიპლომატს უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი გააცნო. იზორიას განცხადებით, რეფორმის განხორციელებით დაზოგილი 32 მილიონი ლარი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას მოხმარდება. იან კელიმ კი  თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა და ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი