პარლამენტში საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს.
კომისიის წევრები საზოგადოებას კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს ამ წუთებში თბილისში, მოგვიანებით კი ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააცნობენ.
კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს.