„რობერტ კაპას ობიექტივი“ - პროექტის ფარგლებში ხელოვნების მუზეუმში ლექცია გაიმართა. „ომი და მშვიდობა რობერტ კაპას ფოტოგრაფიაში“ -აღნიშნულ თემაზე აუდიტორიას ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ოლიკო ჟღენტი ესაუბრა. ხელოვნების მუზეუმში ამერიკელი ფოტოგრაფის რობერტ კაპას მიერ გადაღებული ფოტოების ნახვა დამთვალიერებელს 10 ოქტომბრამდე შეეძლება.რობერტ კაპა აღიარებულია როგორც ომის ამსახველი საუკეთესო კადრების ავტორი.გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადსხვა თემატიკაზე 64 ფოტო, რომლის ოფიციალური მფლობელი უნგრეთის რობერტ კაპას თანამედროვე ფოტოგრაფიის ცენტრია.