მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიალთან დაკავშირებით, რომელიც ესპანეთში კუნძულ „მალიორკაზე“ გაიმართა ცალკეული ანგაჟირებული ჯგუფის მიერ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია ვიზიტის ხარჯებთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ავრცელებს. ჯაბა სურმანიძის თქმით, აჭარის მთავრობის დელეგაციის წევრებზე და მათ თანმხლებ პირებზე ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ დახარჯულა. ხოლო, ტურიზმის ოსკარის დაჯილდოებაზე ტურიზმის დეპარტამენტიდან გაწეულ იქნა მივლენილი 5 თანამშრომლის ვიზიტის ხარჯი - აცხადებს სურმანიძე