პრეზიდენტის და პირველი ლედის ინიციატივით, პრეზიდენტის სასახლეში საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობის გამოწვევების შესახებ საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს. რომლის მთავარი მიზანიც ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში არსებული გამოწვევების გამოვლენა და განხილვაა. ფორუმში ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, დონორები და დიპლომატიური კორპუსი მონაწილეობენ.