ქართველი მკლავჭიდელების წარმატება მსოფლიო ჩემპიონატზე 

05 ოქტომბერი 2022, 20:02 652 ნახვა

საფრანგეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდში წარმატებით იასპარეზეს ქართველმა სპორტსმენებმა, რომლებმაც სხვადასხვა სინჯის  მედლები მოიპოვეს. შეჯიბრებაში აჭარიდან ოთხი სპორტსმენი მონაწილეობდა.

მსოფლიო ჩემპიონი როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა ხელით ასპარეზობაში ბათუმელი გოგიტა ხიმშიაშვილი გახდა, რომელმაც ყველა ორთაბრძოლა დამაჯერებლად მოიგო და ოქროს მედალს დაეუფლა. მეორე ბათუმელი სპორტსმენი მახმუდ ჭელიძეა, რომელმაც შეჯიბრებაზე ჯერ ბრინჯაოს, შემდეგ კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ფირუზ ჭელიძემ მეოთხე ადგილი დაიკავა. ოქროს მედლით დაბრუნდა სამშობლოში პარამკლავჭიდელი გიორგი ყიფშიძე.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში