როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

05 ოქტომბერი 2022, 14:29 472 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ქართველი და ამერიკელი უფლებადამცველები, მათ შორის ცენტრი ემპათიის მედიკოსები კლინიკა ვივამედში მივიდნენ.

როგორც ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები აცხადებენ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, მან მედიკამენტებისა და საკვების მიღებაზე უარი თქვა.

ემპათიის მედიკოსები კი იმედს გამოთქვამენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო გასცემს ამერიკელი პროფესორისთვის დროებით ლიცენზიას და მასაც ექნება შესაძლებლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი