2024 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ადვოკატირება, დონორთა მობილიზება და კოორდინაციის საკითხები – ამ თემებზე იმსჯელეს მხარეებმა კონფერენციაზე.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, ჩვენი ქვეყანა ითვალისწინებს საერთაშორისო რეკომენდაციებს და ადასტურებს მზაობას ჩაერთოს მოსახლეობის აღწერის პროცესში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აღწერის სავარაუდო ბიუჯეტი დაახლოებით 29 მლნ ლარს შეადგენს.