ბათუმში ფატიმას ღვთისმშობლის სახელობის ქანდაკებას ჩამოაბრძანებენ

03 ოქტომბერი 2022, 14:01 709 ნახვა

5 ოქტომბერს  პორტუგალიიდან ბათუმში  ღვთისმშობლის ქანდაკებას ჩამოაბრძანებენ, რომელიც  ,,ფატიმის ღვთისმშობლის’’ სახელით არის ცნობილი. 

ფატიმა პორტუგალიის ქალაქია, სადაც  გადმოცემის მიხედვით,  1917  წელს სამ მწყემს ბავშვს ღვთისმშობელი გამოეცხადა.  მათგან ერთ-ერთმა, ლუსიამ, დეტალურად აღწერა ღვთისმშობლის სახე გამოცხადებისას. 

მორწმუნეებს ქანდაკების მოლოცვა 22:00 საათიდან ბათუმის კათოლიკურ ეკლესიაში შეეძლებათ.  6 ოქტომბერს 10:00 საათზე კი  წმინდა წირვა ჩატარდება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი