დეოლიგარქიზაციაზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იურიდიულ კომიტეტში

03 ოქტომბერი 2022, 11:34 497 ნახვა

იურიდიულ კომიტეტში კი ამ წუთებში  დეოლიგარქიზაციაზე  შექმნილი სამუშაო  ჯგუფის ფორმატის შეხვედრა  მიმდინარეობს.    

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კანონპროექტზე მუშაობისას ისინი უკრაინული მოდელით ხელმძღვანელობენ, რომელიც ერთადერთი ქვეყანაა კანონში მსგავსი ჩანაწერით.

მათივე შეფასებით, ოპოზიცია დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით მოთხოვნებს მას შემდეგ აღარ აყენებს, რაც მიხვდნენ, რომ კანონის მიღების შემთხვევაში შეზღუდვები მათთან დაკავშირებულ პირებს შეეხებათ. ხელისუფლების ოპონენტები კი, ცალკეული ინსტიტუციის გაძლიერებასა და კანონპროექტის შემუშავებაში საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მონიტორინგზე საუბრობენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი