პროკურატურამ მეზობლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა

02 ოქტომბერი 2022, 17:16 655 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი,განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. დაკავებულია 56 წლის ადამიანი. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა ნაცნობს - 65 წლის ადამიანს, რომელიც  ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებულმა  კვალის დაფარვის მიზნით, გარდაცვლილის ცხედარი დანაშაულის ჩადენის ადგილიდან მოშორებით გადაიტანა და ერთ-ერთ ქუჩაზე დატოვა. მიმდინარეობს გამოძიება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი