ბათუმმა ტურიზმის “ოსკარი“ მოიპოვა

01 ოქტომბერი 2022, 23:24 839 ნახვა

"World Travel Awards"- ის დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმმა ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ჯილდო მოიპოვა. 

კუნძულ მალიორკაზე, ბათუმი ოფიციალურად დასახელდა, როგორც 2023 წლის "World Travel Awards"-ის დაჯილდოების ღონისძიების მასპინძელი ქალაქი.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ტურიზმის ოსკარის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. 

დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ, მთავრობის დელეგაციის წევრებმა მიიღეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი