კვარაცხელიამ "ტორინოს" გაუტანა - "ნაპოლიმ" 3-1 გაიმარჯვა

01 ოქტომბერი 2022, 19:02 1174 ნახვა

იტალიის სერია A-ს მე-8 ტურში შეხვედრაში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "ტორინო" მიიღო და 3-1 დაამარცხა.

ამ მატჩში კვარაცხელიამ მისი რიგით მეხუთე გოლის გატანა მოახერხა.
"ნაპოლიმ" შეხვედრაში სწრაფად მე-6 წუთზე გახსნა ანგარიში. მარიო რუის ჩაწოდებული ბურთი ზამბო ანგისამ თავური დარტყმით გაიტანა.

მე-12 წუთზე ანგისამ დუბლი შეასრულა და ნეაპოლელებმა უპირატესობა განიმტკიცეს.

37- წუთზე ჟელინსკიმ მოედნის ცენტრში კავარაცხელიას მიაწოდა ბურთი. ქართველმა ცენტრდან დრიბლინგით განაგრძნო სვლა და მეტოქის საჯაროში შესვლის შემდეგ ბურთი "ტორინოს" კარის ბადეში გაახვია.

ტაიმის მიწურულს კი სანაბრიამ ერთი ბურთი გაქვითა და ტაიმი 3-1 დასრულდა.

მეორე ნახევარში გუნდებმა რამდენიმე ეპიზოდი გაცვალეს. 81-ე წუთზე კი სპალეტიმ ტრადიციულ ცვლილებას მიმართა და კვარაცხელიას ნაცვლად ელიფ ელმასი შევიდა მოედანზე.
დარჩენილ დროში უკვე ანაგრიში აღარ  შეცვლა 3-1 "ნაპოლის" გამარჯვებით დასრულდა.

8 ტურის შემდეგ ნეაპოლელები 20 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებან.
მომდევნო შეხვედრას"ნაპოლი" 4 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე ამსტერდამში "აიაქსის" წინააღმდეგ გამართავს.

სერია A-ში კი  9 ოქტომბერს გასვლაზე ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზეს" ესტუმრება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი