შავი ზღვის საერთაშორისო კონკურსი დასრულდა. "ოპერის ოქროს ხმა" - აზერბაიჯანელი მეცო-სოპრანო ელმინა ჰასანოვა გახდა. მეორე ადგილი ეკატერინე ბუაჩიძემ დაიკავა. მესამე ადგილის მფლობელები, ანა იმედაშვილი და გერმანიიდან იულია მიუზიჩეკო გახდნენ.
ფინალურ კონცერტში ათი საუკეთესო კონკურსანტი მონაწილეობდა, მათ არიები ორკესტრთან ერთად შეასრულეს.
გადაწყვეტილება საერთაშორისო ჟიურიმ მიიღო. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები და საჩუქრები გადაეცათ. კონკურსში სხვადასხვა ქვეყნიდან ჯამში 72 ახალგაზრდა მომღერალი მონაწილეობდა.
ვოკალისთა საერთაშორისო კონკურსი ფესტივალ ბათუმის რაფსოდიას ფარგლებში ჩატარდა, რომლის დამფუძნებელი ქართველი სოპრანო თამარ ივერია.