„ემეგობრე პოლიციას“ - შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანია ბათუმში დღესაც გრძელდება.
ორდღიანი საინფორმაციო-შემეცნებით ღონისძიებაზე მოზარდებს და დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, გაეცნონ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის საქმიანობას, ასევე, შეუძლიათ დაათვალიერონ საპატრულო პოლიციის, „112“-ის, მომსახურების სააგენტოს, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, დაცვის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცტექნიკა და აღჭურვილობა.
კამპანია კიდევ 5 ქალაქში ჩატარდება.