არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის მცველებმა პარლამენტში პერფორმანსი გამართეს, რომლის ფარგლებშიც პარლამენტის დერეფანში კინოფილმ „ცისფერი მთებიდან“ ცნობილი ნახატის „გრენლანდიას“ ასლი დაკიდეს.
როგორც თავად ორგანიზაციის წევრებმა განმარტეს, მეათე მოწვევის პარლამენტი საკუთარ უფლება-მოვალეობებს სრულყოფილად ვერ ასრულებს, და ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს შესაბამისად ვერ პასუხობს. როგორც აღნიშნეს, ადგილზე მიტანილი ნახატიც სწორედ ამის ლურსტრაციაა.