''ნაციონალური მოძრაობა'' პარლამენტში ახალ საკანონმდებლო ინიციატივას არეგისტრირებს. კანონპროექტი “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს.
ინიციატივის მიხედვით, საქართველოს საზღვრის კვეთისას რუსეთის მოქალაქეებს “საოკუპაციო შენატანის” გადახდა 1000 ლარის ოდენობით მოუწევთ.
ასევე მათ მოუწევთ რუსეთის, როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს აღიარება.
ინიციატივას უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები.