ქართულ-ამერიკული სწავლება ვაზიანის სამხედრო ბაზაზე. ''ღირსეული პარტნიორი 2016-ის'' ფარგლებში დღეს ტანკსაწინააღმდეგო საველე სწავლება გაიმართა. ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა საბრძოლო სროლები განახორციელეს. "ღირსეული პარტნიორი 2016" საქართველოში წელს მეორედ ტარდება და მიზნად ქართული ასეულის ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობისთვის მზადყოფნას ისახავს.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            