ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესზე მუშაობას პარლამენტი დღეს ისევ განაგრძობს. ამჯერად ბიუროს სხდომაზე ორ საკითხზე იმსჯელებენ - საპარლამენტო კონტროლი და საარჩევნო რეფორმა. საარჩევნო რეფორმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი მთლიანად ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა. მასზე მსჯელობა პირველი მოსმენით იურიდიულ კომიტეტზე ერთ კვირაში იგეგმება.
რაც შეეხება საპარლამენტო კონტროლს, ცვლილების მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოს ზედამხედველობა მთავრობის წევრებზე კიდევ უფრო მეტად დინამიკური ხდება.