საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრება 29 და 30 სექტემბერს გაიმართება და დირექტორს მრჩეველთა საბჭო 30 სექტემბერსვე შეარჩევს.
დირექტორობის სურვილი თავიდან 8 აპლიკანტმა გამოთქვა, თუმცა, მრჩეველთა საბჭოს წევრებმა მხარი ღია კონკურსში მონაწილე მხოლოდ 5 კანდიდატს დაუჭირეს.
მათ შორის მაუწყებლის მოქმედ დირექტორს გიორგი კოხრეიძეს და ასევე, აკაკი ბერიძეს, ნათია თავდგირიძეს, ირაკლი გიორგაძესა და დავით ჩხარტიშვილს.