დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენენ

23 სექტემბერი 2022, 09:53 611 ნახვა

დღეს საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენენ. ზურაბ აზარაშვილი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს. 

მინისტრმა პლენარულ სხდომაზე პარტია "საქართველოსთვის“ დეპუტატების კითხვებს უნდა უპასუხოს, რომელთა ძირითადი ნაწილი საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამას შეეხება.

პარლამენტის რეგლამენტით მინისტრი ვალდებულია საინტერპელაციო კითხვებს პლენარულ სხდომაზე უპასუხოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში