დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტებზე სასამართლომ რუსეთის მოქალაქე დამნაშავედ ცნო

22 სექტემბერი 2022, 14:36 613 ნახვა

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტებზე სასამართლომ რუსეთის მოქალაქე დამნაშავედ ცნო და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 200 000 ლარის ოდენობით. მსჯავრდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა ქონებაც. 

სასამართლო განაჩენით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ასევე დამანაშავედ იქნა ცნობილი ორი იურიდიული პირი. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულმა დაარეგისტრირა ვებ-გვერდი, რომლის მეშვეობითაც ფიზიკურ პირებს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ სასურველი ქვეყნის ბინადრობის, მოქალაქეობის და მართვის მოწმობის კანონიერი გზით მიღებაში დახმარებას სთავაზობდა.

აღნიშნული სქემით მსჯავრდებული მოტყუებით დაეუფლა დაახლოებით 250 ათას  აშშ დოლარს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი