რამდენიმე საათში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროში სიტყვით გამოვა და ტრიბუნიდან 77-ე სესიის მონაწილეებს მიმართავს. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი მართავს ორმხრივ შეხვედრებსაც.
გუშინ ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად სესიის გენერალურ დებატებზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას დაესწრო.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა და განათლების მინისტრები, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არიან.
გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატები გუშინ გაიხსნა.