ოფიციალური შეხვედრები აშშ-ში

22 სექტემბერი 2022, 11:57 2070 ნახვა

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში  საქართველოს პრემიერ-მინისტრი  შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს იგნასიო კასისს  შეხვდა.  

ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობა იყო შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

ადმინისტრაციის ინფორმაციით,  გამოითქვა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი  ასევე შეხვდა ჩინეთის სახელმწიფო მრჩეველს და საგარეო საქმეთა მინისტრს. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს და მათი განვითარების პერსპექტივებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ვანგ იმ საქართველოსა და ჩინეთის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს.

აღინიშნა ქვეყნებს შორის  თანამშრომლობა - ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია. შეხვედრისას ჩინეთმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც გამართა შეხვედრები პოლონეთის, ლუქსემბურგისა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

შეხვედრებზე მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა.

მინისტრებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური, ასევე სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა, მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურების შესაძლებლობები.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი