სეზონური ვირუსები

16 იანვარი 2017, 00:00 1931 ნახვა

სამედიცინო დაწესებულებები აჭარაში, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ.  გრიპისა და სხვა რესპირატორული დაავადებებით ამბულატორიული შემთხვევების მომართვიანობა ყოველ 100 ათას მოსახლეზე 327-ს შეადგენს-ასეთია ბოლო კვირის ოფიციალური მონაცემები. რეგიონში, პნევმონიით გარდაცვალების 2 შემთხვევა დაფიქსირდა. სტატისტიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გასულ კვირას გრიპისმაგვარი დაავადებების სიმპტომებით სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა  20% შემცირდა. როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული შემთხვევების  80% ბათუმის, 20% კი ქობულეთის სამედიცინო დაწესებულებებში,  რეგისტრირდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი