უკრაინიდან დევნილები მთავრობას 300 ლარიანი დახმარების გაცემას სთხოვენ

21 სექტემბერი 2022, 11:32 839 ნახვა

უკრაინიდან დევნილები, საქართველოს მთავრობას 300 ლარიანი დახმარების გაცემას სთხოვენ. მათ ერთობლივი ბრიფინგი პარტია “ლელო-საქართველოს” ოფისში გამართეს. როგორც შეკრებილებმა აღნიშნეს, 24 თებერვლის შემდეგ საქართველოში შემოსული უკრაინელები ხელისუფლებამ თანაბარ მდგომარეობაში უნდა ჩააყენოს. “ლელო- საქართველოს” წევრების თქმით,”ქართული ოცნების” ფასადური გადაწყვეტილება- უკრაინიდან დევნილი მოსახლეობისთვის 300 ლარიანი დახმარების გამოყოფა, მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებისთვის თვალის ახვევის მცდელობაა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი