ვიზიტი აშშ-ში

21 სექტემბერი 2022, 11:29 607 ნახვა

აშშ-ში პრემიერის და საქართველოს დელეგაციის ვიზიტი  გრძელდება. ხვალ საქართველოს პრემიერი გაეროს სესიაზე სიტყვით გამოვა. ირაკლი ღარიბაშვილი უკვე დაესწრო სესიის გახსნის ცერემონიას. გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში ნიუ იორკში სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 39-ე სხდომა შედგა. სხდომაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმართული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად შეცვლილ გეოპოლიტიკურ გარემოსა და უსაფრთხოების გამოწვევებზე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი