12 მძევალი საქართველოს ბანკში

20 სექტემბერი 2022, 17:43 744 ნახვა

7 საათზე მეტია ქუთაისში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მძარცველია შეჭრილი. თავდამსხმელის მიერ მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. მძევლები აცხადებენ, რომ “საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი ჯერ-ჯერობით არავის ათავისუფლებს და არც არავის ჩაანაცვლებს. ქუთაისშია შინაგან საქმეთა მინისტრი. რუსთაველის გამზირი გადაკეტილია და საპოლიციო ღონისძიება მიმდინარეობს. შენობაში 12 ადამიანია,  მოთხოვნა კი: 2 მილიონი დოლარი, ასევე ვერტმფრენი, ანკესი და რუსეთის დროშა. არსებული ინფორმაციით, შეჭრილი მძევლებს ეუბნება, რომ სხეულზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აქვს დამაგრებული და სახიფათო იქნება იმ შემთხვევაში, თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მოქალაქეების ცნობით, თავდამსხმელმა შენობაში შესვლის დროს გაისროლა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს. მძევლის ახლობლები შენობის გარეთ არიან შეკრებილები და ელოდებიან, როდის მოხდება მათი გათავისუფლება უსაფრთხოდ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში