თავდასხმა ბანკზე-მძევლად აყვანილია 12 პირი

20 სექტემბერი 2022, 14:51 582 ნახვა

2 მილიონი დოლარი, ვერტმფრენი, რუსეთის დროშა და ანკესი – ეს ქუთაისში, საქართველოს ბანკში შეჭრილი პირის მოთხოვნებია, რომლის შესასრულებლადაც ვადა სამი საათი დაასახელა, ეს დრო კი რამდენიმე წუთში იწურება. თითქმის 4 საათია საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. პოლიციელები მძველების გათავისუფლებას და შეირაღებული თავდამსხმელის დაკავებას ცდილობენ. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს 12 მძევალი ჰყავს აყვანილი, მათ შორის არიან ბანკის თანამშრომლები და ასევე მომხმარებლები. სოციალურ სივრცეში ვრცელდება ვიდეოკადრები, რომლებსიც ჩანს, რომ სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირი ბანკში აყვანილ მძევლებს საკუთარ მოთხოვნებს აცნობს, ისინი კი მის მოთხოვნებს ტელეფონით იწერენ და ავრცელებენ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, თავდამსხმელმა ორი მძევალი გაათავისუფლა. ვიდეოჩანაწერში მძარცველი ასაფეთქებელ მოწყობილობაზეც მიუთითებს, რომელიც სავარაუდოდ, ოთახის ერთ-ერთ კედელზე არის მიმაგრებული. ერთერთ ვიდეოში თავდამსხმელი ამბობს, რომ  ასაფეთქებელ მოწყობილობებზე, რომელიც ბანკის შენობაში დაამონტაჟა,  წამზომია ჩართული. მორიგ ვიდეოში ასევე, თავდამსხმელი მძევლებს უმეორებს, რომ მათ არაფერს დაუშავებს.   თავდამსხმელი ამბობს, რომ კარი დანაღმულია, კადრებში კი, სავარაუდოდ, შენობაში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობები ჩანს. ადგილზე სახანძრო მანქანების კოლონა ჩააყენეს, რომ მედიისთვის პერიმეტრის გადაღება ვეღარ მოხერხდეს. შსს-მ გამოძიება  4 მუხლით დაიწყო, თავდასხმის, საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების, ტერაქტის  და ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტებზე.   შენობის გარეთ შეკრებილები არიან მძევლად აყვანილი პირების ოჯახის წევრები. ისინი ბანკიდან ყველა მძევალის უსაფრთხოდ გამოიყვანას ითხოვენ. ჩართვა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი