ბლინკენი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მშვიდობისკენ სწრაფვას მიესალმება

20 სექტემბერი 2022, 11:57 484 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით,სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა სასაზღვრო კონფლიქტის შემდეგ  მშვიდობის სურვილი გამოთქვეს. ნიუ-იორკში ორივე ქვეყნის დელეგაციასთან შეხვედრისას ბლინკენმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული უთანხმოების სამხედრო გზით მოგვარება შეუძლებელია. მან  აშშ-ის მხრიდან დიპლომატიური ძალისხმევა  გამოიჩინა შეტაკებების დასასრულებლად. გასულ კვირას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სასაზღვრო შეტაკების დროს 200-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ეს ორივე ქვეყნის მხრიდან გამოქვეყნებული ახალი მონაცემებია.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი