იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საარჩევნო კოდექსსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები დააინიცირა. როგორც საარჩევნო კანონმდებლობის რევიზიის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ცვლილებები მათ შორის 2024 წლიდან ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.