ბსუ-ში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

19 სექტემბერი 2022, 11:46 1354 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ერთიანი ეროვნული გამოცდებით ბსუ-ში 1 380 პირველკურსელი ჩაირიცხა. დღესვე ბსუ-ში ყველაზე მაღალქულიან პირველკურსელ სტუდენტს ლელა მახარაძეს პრემიის სახით  1 500 ლარი გადაეცა. 100%-იანი გრანტის მფლობელებს  კი  ერთჯერადი სტიპენდია 300-ლარიანი ვაუჩერი. უნივერისტეტის რექტორის ინფორმაციით, საბაკალავრო პროგრამების შევსების მაჩვენებელი გასული წლებისაგან განსხვავებით საკმაოდ გაზრდილია და 98,6 %-ს შეადგენს. სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე აბიტურიენტთა რიცხვმა კი 156%-ით მოიმატა. უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე  7 000-მდე  სტუდენტი სწავლობს, მათ  შორის 500-მდე უცხოელი.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში