"დინამო" ბათუმი ქუთაისის "ტორპედოსთან" დამარცხდა

18 სექტემბერი 2022, 18:42 957 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის 27-ე ტურში "დინამო" ბათუმი ზესტაფონში ქუთაისის "ტორპედოსთან" 1-0 დამარცხდა. ერთადერთი გოლი 27-ე წუთზე მერაბ გიგაურმა გაიტანა და "ტორპედოს" მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა. მოქმედი ჩემპიონი კი ბოლო ტურებია მძიმედ თამაშობს და ეროვნული ლიგის გასულ 5 მატჩში 2-ჯერ წააგო , ხოლო ერთი შეხვედრა ფრედ დაასრულა. გუნდი ასევე მერვედფინალში საქართველოს თასის გათამაშებას გამოეთიშა. 27 ჩატარებული მატჩის შემდეგ გია გეგუჩაძის გაწვრთნილ "დინამოს" 60 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება. ბათუმელთა მთავარ კონკურენტ "დინამო" თბილისს კი 26 შეხვედრის შემდეგ 56 ქულა აქვს. მომდევნო მატჩს "დინამო" ბათუმში უკვე სანაკრებო პაუზის შემდეგ 2 ოქტომბერს ბოლნისში "სიონის" წინააღმდეგ გამართავს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში