გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ს ჩინეთისკენ მიმავალი ალტერნატიული გაზსადენი, "ციმბირის ძალა 2“ ჩაანაცვლებს - ამის შესახებ რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, რუსეთი და ჩინეთი მალე მოაწერენ ხელს შეთანხმებას, რომელიც „ციმბირის ძალა 2“-ით წელიწადში ჩინეთისთვის 50 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდებას ითვალისწინებს. ეს მოცულობა წარმოადგენს „ჩრდილოეთ ნაკადი 1“-ის თითქმის მაქსიმალურ სიმძლავრეს, რომელიც სექტემბრიდან გათიშულია. აღნიშნული გაზსადენი ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდების მესამედს უზრუნველყოფდა.
„ციმბირის ძალა 2“-ით რუსეთი ჩინეთს გაზს მონღოლეთის გავლით მიაწოდებს. მილსადენის მშენებლობა კი 2024 წელს დაიწყება.