სკოლებში სწავლა დაიწყო

15 სექტემბერი 2022, 19:48 512 ნახვა

სკოლებში ახალი სასწავლო წელი განახლდა. ყველგან საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა და დროშა აღიმართა. კოვიდრეგულაციები შემსუბუქდა. პირბადის ტარება კი მიზანშეწონილია სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის იმ შემთხვევაში, თუ მათი სამუშაო მოითხოვს მოსწავლესთან პირისპირ კონტაქტს. ონლაინ რეჟიმის არჩევის საშუალება კი მხოლოდ მათ ექნებათ, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რისკჯგუფს წარმოადგენენ. 2022-2023 სასწავლო წელი ქვეყნის მასშტაბით 55 717 პირველკლასელმა დაიწყო. პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით კი 632 726 მოსწავლე ისწავლის.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში