უკრაინულ სექტორში სწავლა დაიწყო

15 სექტემბერი 2022, 17:35 2687 ნახვა

ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში სწავლა 450-მა უკრაინელმა დაწყებითი კლასის მოსწავლემ დაიწყო. ისინი სასწავლო პროგრამას უკრაინის განათლების სამინისტროს პროგრამით გაივლიან და დამატებით მხოლოდ ქართულ ენას და საქართველოს ისტორიას ისწავლიან. პედაგოგებიც უკრაინის განათლების სამინისტრომ შეარჩია. საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია WORLD  VISION-მა უკრაინელ მოსწავლეებს საკანცელარიო და სასკოლო ნივთები გადასცა. ორგანიზაცია ბავშვებსა და ოჯახებს მატერიალურთან ერთად ფსიქო-სოციალურ დახმარებასაც უწევს.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი