ახალი სასწავლო წელი დაიწყო ქობულეთის 46-საჯარო და 3-კერძო სკოლაში. ყველა სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. წელს ქობულეთში 1 115 პირველკლასელია .ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სკურაში, ხუცუბანში, გვარასა და კონდიდში სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სასწავლო პროცესი არ დაწყებულა, მოსწავლეები დროებით სხვადასხვა სკოლაში გადაანაწილეს. ასევე ქობულეთში მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებს საშუალება აქვთ დაბა ჩაქვის 1-საჯარო და ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში სწავლა გააგრძელონ. უკრაინულ სექტორზე ქობულეთში 55 მოსწავლეა ჩარიცხული.