სომხეთი და აზერბაიჯანი ვითარება ახლა

14 სექტემბერი 2022, 19:39 576 ნახვა

სომხეთი  აზერბაიჯანთან სამხედრო შეტაკებების ომში გადაზრდის რისკზე საუბრობს და  დიდ სახელმწიფოებს მოუწოდებს მეტი ყურადღება მიაქციონ მძიმე ვითარებას, რომელსაც პოსტსაბჭოთა სივრცეში  შესაძლოა  კიდევ ერთი მასშტაბური კონფლიქტი მოჰყვეს. სომხეთი და აზერბაიჯანი, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში  მთიანი ყარაბაღის გამო  იბრძვიან, ერთმანეთს შეტაკებების პროვოცირებაში ადანაშაულებენ. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, გუშინ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან განახლებული ბრძოლების შედეგად 50-მდე  სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა და   სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. აზერბაიჯანი სომხეთს შეტაკების დაწყებაში ადანაშაულებს. ბაქო ამბობს, რომ სომხურმა დივერსიულმა ჯგუფებმა აზერბაიჯანის პოზიციების დანაღმვა სცადეს, რის გამოც ჯარისკაცებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს. სომხეთი ბრალდებებს უარყოფს. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ, რომელსაც მანამდე სომხეთმა სამხედრო დახმარებისთვის მიმართა,  სომხეთში სადამკვირვებლო მისიის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი