ქვემო სილეზიის დელეგაცია ქედაში იმყოფებოდა

14 მაისი 2016, 00:00 2636 ნახვა

აჭარაში ქვემო სილეზიის დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. დღეს პოლონელმა სტუმრებმა ქედის ღვინის ქარხანა დაათვალიერეს და შვიდი სახეობის ღვინო დააჭაშნიკეს. შეხვედრაზე იმსჯელეს ღვინის საერთაშორისო ბაზარზე, კერძოდ კი პოლონეთში რეალიზაციის საკითხებზე. ქედის ღვინის ქარხანამ მიმდინარე წელს უკვე ხუთი ტონა ღვინო გაიტანა უცხოეთში, კერძოდ კი ბელორუსში, რუსეთსა და ჩინეთში. გასულ წელს ქარხანამ ფერმერებისგან 120 ტონა ცოლიკაურისა და 51 ტონა ჩხავერის ჯიშის ყურძენი ჩაიბარა. ქედაში ღვინის განახლებული ქარხანა 2013 წელს გაიხსნა.

ამავე კატეგორიაში