რომის პაპი რუსეთის პატრიარქს-უფალი მხარს არ უჭერს ომს

14 სექტემბერი 2022, 11:57 553 ნახვა

რომის პაპი ფრანცისკე მხარეებს მშვიდობისა და დიალოგისკენ მოუწოდებს, რათა  მისივე თქმით, დასრულდეს  უაზრო და ტრაგიკული ომი, რომელიც  უკრაინაში სამხედრო შეჭრით დაიწყო. ამის შესახებ პაპმა ყაზახეთის დედაქალაქში  ვიზიტისას  განაცხადა. პონტიფიკოსი ნურ-სულთანში სამ დღეს დაჰყოფს და მსოფლიო ტრადიციული რელიგიური ლიდერების მეშვიდე კონგრესში მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრას მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის 100-ზე მეტი დელეგაცია დაესწრება.რელიგიურ ლიდერთა შეხვედრას არ ესწრება  რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი კირილი, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის ომს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი