სომხეთ-აზერბაიჯანს შორის განახლებული კონფლიქტი

14 სექტემბერი 2022, 11:52 532 ნახვა

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული შეტაკებების განახლებით სიტუაცია ისევ დაიძაბა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ ჯერმუკის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები, არტილერია და ნაღმტყორცნები გამოიყენა. ბოლო დღეების განმავლობაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სომხური მხრიდან 49, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან 50 სამხედრო დაიღუპა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს. სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის ესკალაციას გამოეხმაურა  ამერიკის შეერთებული შტატები. თეთრი სახლის განცხადებით , ამერიკული მხარე აქტიურადაა ჩართული ძალადობის დასასრულებლად და მოუწოდებს ორივე  დაპირისპირებულ მხარეს კონფლიქტის დასასრულებლად დიპლომატიის გზას მიმართონ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი