თხილის შემნახველი ახალი საწარმო

14 სექტემბერი 2022, 11:50 640 ნახვა

თხილის შემნახველი ახალი  საწარმო გაიხსნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სადაც ერთდროულად 1,000 ტონამდე თხილის შენახვაა შესაძლებელი. კომპანია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა,USAID-თან  ერთად, 390,000 ლარზე მეტი სახელმწიფო გრანტია, ხოლო 390,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.კომპანია პროდუქციის რეალიზაციას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე გეგმავს. ქვეყნის მასშტაბით, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში 196 საწარმოა თანადაფინანსებული, სახელმწიფო გრანტის ოდენობამ 95 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი